თეგი: ბირთვული შანტაჟი

BBC: ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს

ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე მიანიშნებს. თქვენა ამას ბირთვული შანტაჟი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ბლეფია? ამ შეკითხვით მიმართა CBS-ის ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ, ბირთვული შანტაჟის მაგალითები მოიყვანა. „შესაძლოა, ეს გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება, იყოს რეალობა. მოდით, გავიაზროთ, რა არის ბირთვული იარაღის ან ბირთვული შანტაჟის გამოყენება? მან მიზნად დაისახა და დაიკავა ჩვენი ბირთვული ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. ამ ბირთვულ სადგურს ექვსი ბლოკი აქვს. ეს უდიდესი ელექტროსადგურია. რამდენიმე დღის წინ, მათ დაიწყეს სროლა სხვა ბირთვულ ელექტროსადგურში. მას უწოდებენ პივდენას ან სამხრეთ ბირთვულ ელექტროსადგურს. რაკეტა მოარტყეს იმ ტერიტორიას, რომელიც ბირთვული ქარხნიდან 300 მეტრით არის მოშორებული. ეს არის მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. არ მგონია, რომ ეს ბლეფია. ვფიქრობ, მსოფლიო ხელს უშლის მას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მასზე და არ დავუშვათ, რომ გააგრძელოს ეს შანტაჟი“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.